NDI: 21% ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი უნდა იყოს
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ – NDI-ის მიერ გამოკითხულთა 21% ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი უნდა იყოს. თუმცა, მაშინ მას ამავდროულად, ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა უნდა ეკავოს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ სასურველია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული არ იყოს.
ხოლო 7% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის, მისი ოფიციალურად პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა საჭირო არ არის.
გამოკითხულთა 15-მა პროცენტმა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 2% პასუხი გაცემისგან თავს იკავებს.