დავით საყვარელიძე: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე დარჩა
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ადასტურებს.
“ზედმეტი კომენტარი აქ უადგილოა. ნათელია, რომ უკრაინამ მიიღო მორიგი „იანუკოვიჩი“- ერთი განსხვავებით, ის ინგლისურად საუბრობს. ყველასთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება – უკრაინა აღმოჩნდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ზღვარზე. ადამიანი, რომელიც ამის შესახებ ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს დარჩა უკრაინის მოქალაქეობის და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს პარტიას”, – „ახალი ძალების მოძრაობა – მიხეილ სააკაშვილს“. პირიქით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პეტრე პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს მოაახლოვებს”, – წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.