NDI: გამოკითხულთა 66%-ისთვის მისაღებია მთავრობის მიზანი – საქართველო გახდეს ნატოს წევრი
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი.
გამოკითხულთა 23%-ისთვის კი საქართველოს ალიანსის წევრობა მიუღებელია.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგემლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.