NDI: ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 50% სამუშაო ადგილებს ასახელებს

NDI-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 50% სამუშაო ადგილებს ასახელებს.
კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი – გამოკითხულთა 31% სიღარიბეს მიიჩნევს, 30% ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს, 28% ფასების ზრდას, 25% ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებას, 22% პენსიას, 16% ხელფასებს, 11% რუსეთთან ურთიერთობას, 11% ადამიანის უფლებებს, 6% სამართლიანობის აღდგენას, 6% სამართლიანი არჩევნებს, 5% სიტყვის თავისუფლებასა და ნატოში გაწევრიანებას, 4% სასამართლო სისტემას, ევროკავშირში გაწევრიანებას და კრიმინალს გამოკითხულთა 3 %.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები