NDI: 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი ან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება

იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი და არასწორი მიმართულებით ვითარდება, თანაბარია. ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი ან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი ან ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 35% მიიჩნევს, რომ არ იცვლება.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისიდან – 9 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები