თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
”თელასის” ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიწრო ჩიხის, ქვემო გომის ჩიხის, ასკანის ჩიხის, ბეთლემის, თუმანიანის, გომის, ასკანის, ჯვარედინის, ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის და ტელეგრაფის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიონის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის, სანერგეს და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო მარის, ცინცაძის, ხევსურეთის, სვანეთის, ეროსი მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, ზურაბ ანჯაფარიძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ქუთაისის, ვახუშტი ბაგრატიონის და დავით ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფუნიკულიორის პლატოს, ზედა პლატოს და სოფელ ოქროყანის მცხოვრებლებს.
 
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდების, კვესეთის, ზემო ბეთანიის, კოჯრის (ნაწილობრივ) და კიკეთის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეუნარგიას, ვეშაპურის, გრომოვის, ცოტნე დადიანის, ლალიონის და ზაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, გომარეთის შესახვევის, კაკაბეთის, წალენჯიხის, მესხეთის, ხარაბაძის, კოპცოვის, ბუცხრიკიძის და ტატიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 9, სამხედრო ქალაქის 10, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, სპანდარიანის, დოდაშვილის და საექიმოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ”თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები