ლაშა თორდია: აუდიტის სამსახურის ძირითად მიღწევად დამოუკიდებლობა მიმაჩნია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო ხუთმა წელმა აუდიტის სამსახურის საქმიანობა უფრო მეტად წარმოაჩინა.
თორდია მიიჩნევს, რომ ის პირობები, რაც განაპირობებს აუდიტის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას, არის დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ობიექტურობა.
”ვფიქრობ, რომ ის პირობები, რაც განაპირობებს აუდიტის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ობიექტურობა. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთი აუდიტორისთვის არ დამივალებია რაიმეს დაწერა ან არ დაწერა. ეს იყო ის ძირითადი განმანპირობებელი, რომ აუდიტის დასკვნები იყო ობიექტური და სამართლიანი, რომელმაც შემდგომ საზოგადოებრივი ინტერესი დაიმსახურა. ერთ-ერთ ძირითად მიღწევად სწორედ დამოუკიდებლობა მიმაჩნია. შეცდომებზე მე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული შეცდომა დაუშვა აუდიტის სამსახურმა. შეიძლება უფრო მეტად გახსნილები ვყოფილიყავით, მეტი დებატი ყოფილიყო. შეცდომებზე ასევე შეიძლება ჩემი პირადულიც გავიხსენო. ის, რაც გამოქვეყნდა საჯაროდ და ბოდიშიც მოვიხადე, ამას ძალიან ვნანობ, თუმცა მიმაჩნია, რომ ხუთმა წელმა სამსახურის საქმიანობა უფრო მეტად წარმოაჩინა”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
ლაშა თორდია აუდიტის ხელმძღვანელად 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა. დღეიდან, ახალი აუდიტორის დანიშვნამდე,  მის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე – ნინო ლომჯარია შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები