ილიას ტბაზე ოჯახის თვალწინ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო

კახეთში, ილიას ტბაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
გარდაცვლილი ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ის ილიას ტბაზე ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, მამაკაცს წყალში გული გაუჩერდა. მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხედრის ექსპერტიზაა დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები