რუსთავში საცხოვრებელი კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ბინის აივანზე ცეცხლი გაჩნდა და შემდეგ საცხოვრებელ ოთახს მოედო.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ბინის მეპატრონეები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ზედა სართულიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მომხდარის შედეგად საოჯახო ნივთები დაიწვა.
„ცეცხლი 2 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, დაიწვა საოჯახო ნივთები“ -აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები