ლევან იზორია: სამი წლის განმავლობაში, ცხრა ქვეითი ბატალიონი ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად წვრთნებს გაივლის

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ “ამბასადორიალის” ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატომ რუსულ საფრთხეს თავის შეკავების განახლებული პოლიტიკით გასცა პასუხი.
“ჩვენი რეფორმები აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატოს სტრატეგიასთან. როდესაც რუსულ საფრთხეზეა საუბარი, ნატომ ადეკვატური პასუხი გასცა ამ საფრთხეს, თავის შეკავების განახლებული პოლიტიკით. ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი არის ის, რომ მაქსიმალური გააკეთონ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, პარტნიორმა ქვეყნებმა თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად დააკომპლექტონ შეიარაღებული ძალები, აღჭურვონ თანამედროვე ტექნიკით და აწარმოონ მუდმივი წვრთნები. სწორედ ამ შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ წელს ვაშენებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, კერძოდ, საბრძოლო მომზადების ცენტრს ვაზიანში და შემდგომ, უკვე მომავალი წლის მარტიდან, სამი წლის განმავლობაში, ცხრა ქვეითი ბატალიონი ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად, მუდმივ წვრთნებს გაივლის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები