შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „ავტოჰაბი“ შეუერთდა (ვიდეო)

0

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს, რომელსაც  კომპანია „ავტოჰაბიც“ შეუერთდა.

„ავტოჰაბის“ თანამშრომლებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანიის კუთვნილი ავტობაზრობების ტერიტორიაზე მდგარ 300-მდე ავტომანქანაზე განათავსეს. მათ ავტომანქანების საყიდლად მისულ მოქალაქეებს შსს-ს კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს, კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი