ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა.
მოსამართლის, რომან ხორავას განმარტებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე და ასევე, მიმალვის საფრთხე. რომან ხორავამ აღნიშნა, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო. თავის მხრივ, დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები