ოთარ აბესაძის ადვოკატი: გვექნება გარკვეული დასაბუთება საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით

„სასამართლოს, ალტერნატივის სახით, შევთავაზებთ გირაოს და გარდა ამისა, გვექნება გარკვეული დასაბუთება კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ოთარ აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე“,- ამის შესახებ თბილისის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურის მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, საპირისპიროდ, დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.
“ჩვენ, რასაკვირველია, ალტერნატივის სახით შევთავაზებთ გირაოს და გარდა ამისა, გვექნება გარკვეული დასაბუთება კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ოთარ აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე. არ ვეთანხმებით კვალიფიკაციას. 2017 წლის 1-ელი ივლისიდან ოთარ აბესაძე არ იყო საჯარო მოხელე. ამ საქმეზე კი გამოძიება დაწყებულია 2017 წლის 8 ივლისს”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოში პროცესი ამ წუთებში იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები