ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გააკეთა. მან ე.წ. მოდულის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
აბესაძეს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები