სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტი გამოავლინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მსჯავრდებულისთვის აკრძალული საგნის – ფსიქოტროპული ნივთიერების გადაცემის ფაქტი გამოვლინდა. ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალდება წარედგინა N18-ე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმ-თერაპევტს, ე.კ.,-ს. პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის – ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა და მოხმარების ფაქტზე კი ბრალდება წარედგინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, წარსულში არაერთხელ ნასამართლევ მსჯავრდებულ დ.ს.-ს , დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმმა-თერაპევტმა, ე.ხ.-მ, ამავე დაწესებულების თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული მსჯავრებულის, დ.ს.-სთვის გადასაცემად, დაწესებულების ტერიტორიაზე ფარულად შეიტანა აკრძალული საგანი – ფსიქოტროპული ნივთიერება „დიაზეპამი“, რომლის ნაწილიც სხვადასხვა დროს, მორიგეობისას, ფარულად გადასცა დ.ს.-ს. დარჩენილი ნაწილი კი თავის სამუშაო ოთახში შეინახა. დასახელებული ფსიქოტროპული ნივთიერების ნაწილი ამოღებულია მსჯავრდებულ დ.ს.-ს საკნის ჩხრეკისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექიმ-თერაპევტ ე.ხ.-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას.
საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის, 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები