თბილისის რაიონების ნაწილს 13 ივლისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რაიონების ნაწილს 13 ივლისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რაიონების ნაწილს 13 ივლისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
სს ”თელასის” ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენისა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის 38ა კორპუსის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, ჩოლოყაშვილის, აბუსერიძე-ტბელის და აჰმედ ჯავადის ქუჩების მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, გურიის და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურის, გულიას და მტკვრის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, აგლაძის და ბაღის ქუჩების მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის IX კორპუსის და ხიზაბავრის ქუჩის №5 მცხოვრებლებს. კომპანია, შექმნილი დისკომფორტის გამო, აბონენტებს ბოდიშს უხდის. ”თელასში” აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები