მამუკა მდინარაძე: ოპოზიციისგან ველოდებით პასუხს კითხვაზე: რა ცვლილებების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ახალ პროექტს?

ფრაქცია “ქართულო ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის” დღევანდელი შეხვედრის საპასუხოდ, განაცხადა, რომ ფრაქცია ოპოზიციისგან კონკრეტულ კითხვაზე პასუხს ელოდება, იმის შესახებ, თუ რა ცვლილებების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ახალ პროექტს. მისი თქმით, არსებობს იურიდიული მექანიზმები იმისთვის, რომ კონსტიტუციის პროექტში ცვლილებები შევიდეს.
„პიკეტირება ნიშნავს პროცესის ჩაშლას, პროცესის ჩაშლა კი ნიშნავს, რომ მოქმედი კონსტიტუცია დარჩება ძალაში. ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, ნიშნავს, რომ მათ აწყობთ ერთ კაცზე მორგებული ავტოკრატიული კონსტიტუცია, რომლიც 2010 წელს იქნა მიღებული. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არ აქვთ არც ერთი კონსტიტუცია და არც მეორე წაკითხული, ან ყველაფერს ცდილობენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ეს არის ხალხი, რომელთანაც ვერ მივაღწიეთ თუნდაც იმას, რომ პასუხი მიგვეღო კითხვაზე, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული კონსტიტუციის პროექტს. კომისიის ფარგლებში ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების შენიშვნების 70-80%- ზე მეტი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და არა მხოლოდ სიტყვით წავედით კონსენსუსისკენ. მათგან ველოდებით დღეს კონკრეტულ კითხვაზე პასუხს: რა ცვლილებების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ისინი ახალ პროექტს. ამით ისინი დააფიქსირებენ მზაობას კონსესუსისაკენ”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები