თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმ CONNECT 2018-ს უმასპინძლებს

შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის 20 – 23 თებერვალს თბილისში CONNECT-ის მე-15 ფორუმს უმასპინძლებს.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს 500-მდე დელეგატი ეწვევა, მათ შორის 65 ავიაკომპანიისა და 250-მდე აეროპორტის წარმომადგენლები.
საავიაციო ფორუმის ფარგლებში განხილულ იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ თანამშრომლობას სხვადასხვა ავიამიმართულებებზე.
„ბევრი ავიაკომპანია და აეროპორტი ირჩევს CONNECT-ს, მას მაქსიმალური შედეგები მოაქვს, რადგან შექმნილია ნაკლებად დაძაბული და მეტად პროდუქტიული გარემო. ფორუმის დამსწრეთა 95%-ს მიაჩნია, რომ CONNECT ესადაგება ან აჭარბებს მათ მოლოდინებს. თბილისი არის ზღაპრული მიმართულება და ბევრისთვის დამალული საგანძური… ის ამაყობს ზღაპრული ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკით. თბილისი შესანიშნავად ასახავს CONNECT-ის სულს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ხელმისაწვდომი ადგილი და ხელს უწყობს CONNECT-ის ზრდას, ვინაიდან ჩვენი ღონისძიება მიიზიდავს ახლო აღმოსავლეთის და აზიის უფრო მეტ ავიაკომპანიას და აეროპორტს.“ – განაცხადა Airport Agency-ს აღამსრულმა დირექტორმა კარინ ბუტოტმა.
შპს „საქართველოს აეროპორტებიის გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, სულ მალე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დააანონსებს დამატებით სიხშირეებს ევროპის ძირითადი მიმართულებებით.
„მოხარულნი ვართ, საქართველოში ვუმასპინძლოთ CONNECT-ის მე-15 საავიაციო ფორუმს. ჩვენი ქვეყანა ახლახანს კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებით, რაც საქართველოსთვის არსებითად ზრდის ფორუმში ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობას. გვსურს, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანაში დამალული საგანძური, ხელუხლებელი ტურისტული პოტენციალი და მოხარულნი ვიქნებით, CONNECT-ის მონაწილე დელეგატებს სპეციალური ტურები შევთავაზოთ, რათა აღმოაჩინონ თბილისის უნიკალური სილამაზე. ქართული სტუმართმოყვარეობა შესანიშნავ ფონს შეუქმნის ღონისძიების განმავლობაში ახალი კავშირების შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ მალე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დააანონსებს დამატებით სიხშირეებს ევროპის ძირითადი მიმართულებებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს წინსვლასა და განვითარებაში საავიაციო ფორუმი CONNECT-იც თავის როლს შეასრულებს.“ –
განაცხადა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ – ქეთევან ალექსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები