გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები აკრძალული იარაღების საშუალებით – ე.წ. ელექტროშკური აპარატით, სხვადასხვა ტიპის სახლართი ბადეებითა და ასაფეთქებელი საშუალებებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.
ამოიღებული და დალუქულია თევზჭერისთვის აკრძალული იარაღები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის ორგანოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარებას მომავალშიც სისტემატურად გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები