უჩა ნანუაშვილი: თურქეთში ადგილი აქვს ადამიანთა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეს რისკები სამწუხაროდ დევნილთა სამინისტრომ არ გაითვალისწინა

”დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზები დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან მეტად უნდა იქნეს დასაბუთებული“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ პროცესებზე იყოს უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული.
“მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარ პროცესებზე იყოს უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული, მათ შორის, იყოს აქცენტი გარკვეულ დასკვნებზე, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ თურქეთში არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს და ამაზე არაერთმა ორგანიზაციამ უკვე გააკეთა გარკვეული განცხადება. მათ შორის, ევროპარლამენტმა სულ ახლახან მიიღო სპეციალური რეზოლუცია, სადაც აღნიშნავს, რომ თურქეთში ადგილი აქვს ადამიანთა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ეს რისკები სამწუხაროდ, სამინისტრომ არ გაითვალისწინა და ის დაეყრდნო უფრო წინანდელ ინფორმაციას. ამ კუთხით, ისევე, როგორც დასაბუთების კუთხით, გარკვეული შენიშვნები მაქვს“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მუსტა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი შვიდ ივლისს ეთქვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები