ნიკოლოზ ჯანჯღავამ JTEC-ის ბრიტანელი მრჩეველი დააჯილდოვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ჯანჯღავამ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის ბრიტანელი მრჩეველი, კაპიტანი ახილეს ბარონი მედლით – „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ბრიტანელ მრჩეველს მხარდაჭერისა და საქართველოში მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კაპიტანი ახილეს ბარონი JTEC-ში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და ქართულ მხარეს კონსულტაციებს საველე სწავლებების მიმართულებით უწევდა.
დაჯილდოების ღონისძიებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები