მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“-ის დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს

სასტუმრო „მერკურში“ მრავალეროვნული სწავლების – „Agile Spirit 2017“-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს. სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა კონფერენციაში ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარება უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების და სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნების დეტალებს იხილავენ. სამხედროები სინდიკატებად არიან დაყოფილი და სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს საბოლოოდ აჯამებენ.
კონფერენცია 13 ივლისს დასრულდება. მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“ ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყება. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას საქართველო და პარტნიორი ქვეყნები – აშშ, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, უკრაინა და სომხეთი მიიღებენ.წვრთნები საშტაბო და საველე ფაზებს მოიცავს და მისი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები