ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები