საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა, მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა. 16 სამხედრო მოსამსახურეს დიპლომები, ერთ-ერთ მათგანს კი წარჩინებულის დიპლომი პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გრიგოლაშვილმა გადასცეს.
საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 10 კვირის განმავლობაში 3 ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე, მსმენელებმა სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. მეორე ეტაპზე, სავარაუდო მოწინააღმდეგის შეცნობასა და ამ მიმართულებით საჭირო ტაქტიკას, ტექნიკასა და შეიარაღებას გაეცნენ. მესამე ეტაპზე კი კურსის მონაწილეებმა ოცეულის დონეზე სადაზვერვო მომზადება გაიარეს.
სწავლება, რომლის ძირითადი ნაწილი საველე-პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა, 24 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები