ქართველი სამხედროები „Saber Guardian”-ში მიიღებენ მონაწილეობას

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის, „ჩარლის“ ასეული ბულგარეთში გაემგზავრა. 18-20 ივლისს ასეულის პირადი შემადგენლობა „Saber Guardian”-ის ფარგლებში, ბულგარეთსა და რუმინეთში გამართულ სხვადასხვა საველე და საშტაბო სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Saber Guardian”-ის მიზანი ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა ურთიერთთავსებადობის გაზრდა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაა.
წვრთნებში საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთისა და საბერძნეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება „Saber Guardian”-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების 150-მდე სამხედრო მოსამსახურეა მივლინებული და პირადი შემადგენლობის რაოდენობით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილზეა. ასეულის დონის საველე სწავლებების დროს, სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანების შესრულებაა დაგეგმილი. უწყების ცნობით, განხორციელდება საჰაერო ოპერაციები, ბრძოლა დასახლებულ ადგილას, შეტევა, თავდაცვა, დაშავებულის ევაკუაცია და სხვა.
წვრთნების ერთ-ერთ მიზანს სწავლება “Noble Partner 2017”-სთვის ქვედანაყოფების მომზადება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები