თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა

თბილისში, თემქაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანმა ხელი მოიტეხა და თავის ტრავმა მიიღო.
მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ექიმთა ბრიგადამ პაციენტი „ბავშვთა ახალ კლინიკაში“ მოათავსა.
როგორც ”კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები