ანტიტერორისტული კოალიციის ძალებმა რაქა ალყაში მოაქციეს

ანტიტერორისტულ კოალიციაში შემავალი ქურთი და არაბი მოხალისეების მეთაურობა აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ სირიის ქალაქ რაქაში ალყაში არიან მოქცეული. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„სირიის დემოკრატიული ძალების“ ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთის მიმართულებით „ბოევიკების“ უკან დასახევი გზები გადაკეტილია. უახლოეს მომავალში, ქალაქის შტურმია დაგეგმილი.
ივნისის დასაწყისში, სირიის ოპოზიციის ძალებმა და ქურთმა მოხალისეებმა ამერიკული ავიაციის და არტილერიის მხარდაჭერით, რაქაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
„ისლამური სახელმწიფო“ რაქას 2014 წლიდან აკონტროლებს. ეს ქალაქი სირიაში ისლამისტთა არაოფიციალური დედაქალაქი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები