თურქეთის სამთავრობო ძალები 7 ტერორისტის განადგურების შესახებ იუწყებიან

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სიირთის და ჰაქარის პროვინციებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 7 ტერორისტი გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ხუთი ტერორისტი ორმხრივი სროლის შედეგად მოკლეს, ხოლო ორი – არტილერიამ გაანადგურა. “ბოევიკები“ „მ-16“-ის შაშხანებით და „კალაშნიკოვის“ მარკის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული. მათ რადიოსადგური და ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩნდათ.
ასევე, დაკავებულია 16 პირი, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები