სერჟანტთა მომზადების ცენტრში დრილ სერჟანტის კურსი გაიხსნა

პირველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის ანალოგი – დრილ სერჟანტის კურსი დაიწყო. სასწავლო პროგრამა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსის მიზანი მაღალკვალიფიციური დრილ სერჟანტების მომზადებაა. დრილ სერჟანტების მთავარი ამოცანა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პირდი შემადგენლობის გაწვრთნა და პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბება იქნება. აღნიშნული კურსი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტთა შემადგენლობისათვის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.
უწყების ცნობით, დრილ სერჟანტთა კურსზე 9 მსმენელი ჩაირიცხა. თავდაპირველად, კანდიდატებს ფიზიკური და გონებრივი ტესტირება ჩაუტარდათ. აღნიშნულ სწავლებაში მხოლოდ ის სამხედრო მოსამსახურეები ჩაირიცხნენ, რომლებმაც რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს. 5-კვირიან სასწავლო პროგრამაში მონაწილე პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს საკლასო და საველე პირობებში გაივლის. სამხედროები საცეცხლე და სამედიცინო მომზადებას, კავშირგაბმულობას, სხვადასხვა სახის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და სხვა კომპონენტებში მომზადდებიან.
კურსის მსმენელებს აშშ-ში დრილ სერჟანტთა აკადემიის „ფორტ ჯექსონის“ აკადემიის კურსდამთავრებული ქართველი ინსტრუქტორები ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები