საუდის არაბეთში ტერაქტი აღკვეთეს – სპეცოპერაციის დროს არიან დაშავებულები

საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქ მექაში ტერაქტი აღკვეთა, რომელიც ალ-ჰარამის მეჩეთში უნდა მომხდარიყო.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ შენობას, სადაც ეჭვმიტანილი იმყოფებოდა, ალყა შემოარტყა, მან თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა 11 ადამიანი. კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.
24 ივნისს მუსლიმანები წმინდა თვის, რამადანის დასრულებას აღნიშნავენ. ამ დღეს მექაში ტრადიციულად მილიონობით მომლოცველი იკრიბება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები