სოზარ სუბარი: როცა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის დარბაზშია, რაიმე საკითხზე კონსენსუსი შეუძლებელია

“როცა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის დარბაზშია, რაიმე საკითხზე კონსენსუსი შეუძლებელია”, – ასე გამოეხმაურა ​ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით  უმცირესობის ბოიკოტს.
“ვთქვათ, რომ ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ.” ნაციონალური მოძრაობა” გავა დარბაზიდან და იტყვის “თქვენ არ უნდა დაიბრუნოთო”. როცა “ნაციონალური მოძრაობა” გყავს დარბაზში, რაიმე საკითხზე კონსენსუსი შეუძლებელია. სიმართლე გითხრათ, ინაშვილის პარტიისაც არ მესმის. თვითონ საკონსტიტუციო კომისია იყო მრავალმხრივი და გახსნილი, არის საკითხები, სადაც კონსენსუსი ვერ შედგება. როცა პარტიები ამბობენ, რომ მიწა უნდა გაიყიდოს ყველაზე და ამ დროს ხალხი ამბობს, რომ უნდა შეიზღუდოს გაყიდვა, აქ კონსენსუსი არ იქნება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომის ფორმატში,  კონსტიტუციის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადაეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა”, მოგვიანებით კი “ევროპულმა საქართველომაც”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები