ლაშა კილაძე : „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მის მოხმარებას გაზრდის”- რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მის მოხმარებას გაზრდის, თუმცა ამ მოვლენის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრევენციული მექანიზმები“, – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ლაშა კილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი განცხადებით, უალტერნატივოა მიდგომა – მკურნალობა დასჯის ნაცვლად. კილაძე მიიჩნევს რომ აუცილებელია სახელმწიფომ ყველაზე მოწყვლად ჯგუფთან – ახალგაზრდობასთან აქტიური საგანმანათლებლო კამპანია აწარმოოს.
„ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი და ვექტორის გადახვევა მკაცრი აკრძალვითი, დასჯითი პოლიტიკიდან, უფრო სამკურნალო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, აზრთა სხვადსხვაობა არის, არსებობს პოზიციებში განსხვავება, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადი და გადაწყვეტადია. კანონის მიღების შემდეგ, იქნება ნარკოტიკის რაოდენობა განსაზღვრული. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს დეპენალიზაციას, ანუ გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პრობლემები მაინც შენარჩუნებული იქნება – ჯარიმა, ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა და ასე შემდეგ… თუმცა ლიბერალიზაციის ფონზე, ნარკოტიკის მოხმარების მატება დაფიქსირდება. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური მექანიზმები ამ მოვლენასთან საბრძოლველად. ეს ადეკვატური მექანიზმი, პირველ რიგში, გახლავთ პრევენცია. საჭიროა აქტიური საგანმანათლებლო სოციალური კამპანია ამ მხრივ, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად სამიზნე ჯგუფში, რასაც ჰქვია ახალგაზრდობა და რაღა თქმა უნდა, შესაბამისი სამედიცინო სერვისების არსებობა. ზოგადად, მიმართულება, საითკენაც მივდივართ, სწორი მიმართულებაა. მიდგომა – მკურნალობა დასჯის ნაცვლად, უალტერნატივოა“, – აღნიშნა ლაშა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები