თამარ ჩუგოშვილი: არასამთავრობოების რეკომენდაციების დიდი ნაწილი არის გათვალისწინებული

არასამთავრობოების სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობოების ძირითადი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებულია და მათი ბოიკოტი უფრო პოლიტიკური პროცესია.
„არასამთავრობოების მოწოდებაც და სურვილიც იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან. კონსტიტუციური ცვლილებების ტექსტი ჩვენ არასამთავრობოებთან გავლილი გვაქვს. მათი რეკომენდაციების დიდი ნაწილი არის გათვალისწინებული და ასახული დოკუმენტში. მათი სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ. ასე რომ, ეს უფრო პოლიტიკური პროცესია,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკომიტეტო მოსმენებში აღარ ჩაერთვებიან, რადგან მთელი ეს პროცედურა აზრს კარგავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები