22 ივნისი
22 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ყოფილი წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე პორტალ კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საკონსტიტუციო მონარქია; ვენეციის კომისიის დასკვნა; საარჩევნო სისტემა; თვითმმართველობის არჩევნები და „ეროვნული ფორუმი“ ბლოკის სახით.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 72 65 65
22 ივნისს, 11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნარკოპოლიტიკა, კანონმდებლობის შემსუბუქება, რისკები და რას მივიღებთ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599 72 65 65
22 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საინვესტიციო კომპანია სს „აი ჯი კაპიტალ ინვესტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: თავისუფლების #2
22 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი არბიტრაჟის თემაზე ნავთობის მწარმოებლებთან საინფორმაციო შეხვედრას გახსნიან.
საკონტაქტო ტელ.: 591650500
22 ივნისს, 11:00 საათზე, ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
თემა: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთვება პროექტში #SHAREGEORGIA
22 ივნისს, 11.00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას წარუდგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც ასახულია 2016 წლის განმავლობაში ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევები.
მის: 26 მაისის მოედანი N1
22 ივნისს, 11.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის გაიმართება სკრინინგის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის, კამპანია „განიკურნეს“ ფარგლებში.
ქუთაისი, მინიამბულატორია, სხდომათა დარბაზის ფოიე
22 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
22 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, “პამორამა თბილისის” საქმეზე, საიას სარჩელის განხილვა დაიწყება. საქმეზე მთავარი სხდომაა დანიშნული.
22 ივნისს, 12:00 საათზე, „ალდაგის“ სერვის სივრცეში სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ახალი პროექტების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
მის: ყაზბეგის გამზ. #25
22 ივნისს, 13:00 საათზე, გაიმართება 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა. ვენეციის კომისიის ინფორმირება, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
სასტუმრო “თბილისი მერიოტი”, დარბაზი “სანადიმო”
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი – 591 77 98 98
22 ივნისს, 13:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და კომპანია „ავერსი-რაციონალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
22 ივნისს, 13:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის” ყოფილი წევრი, პირველი ქართული თამაშის შემქმნელი მიშა კაჭკაჭიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: პირველი ქართული თამაშის „საოცარი სამყარო“ პრეზენტაცია.
22 ივნისს, 13:00 საათზე, „რადიოკაფეში“ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST-სა და რადიო NRJ FM 104.7-ს შორის ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა და პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: დოლიძის ქ. #2
22 ივნისს, 15:00 საათზე, ფილმ „კლინიკურ შემთხვევებზე“ დაფუძნებული ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის ვიდეოჩვენება გაიმართება.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, სხდომათა დარბაზი
22 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: აგვისტოში დაგეგმილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში, რომელსაც საქართველო პროექტ Check In Georgia Sport-ის ფარგლებში მასპინძლობს.
22 ივნისს, 15:45 საათზე, ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგისა და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნება.
22 ივნისს, 16:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს ახლად არჩეული ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში გიორგი ტუმასიანი გამართავს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომლის შემდეგ დისკუსია გაიმართება.
მის: შ. დადიანის ქ. #2/1, თავისუფლების მოედანი
22 ივნისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის, ოთარ მეგრელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
22 ივნისს, 19:00 სათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ახალგაზრდა პოეტის, ოთარ რურუას წიგნის „ჩემი სულის ნაჟური“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.
22 ივნისს, 19:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში სპორტული ფილმების ფესტივალის გახსნა და ფესტივალის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #76