“ჩვენ ვცვლით უაღრესად არადემოკრატიულ კონსტიტუციას უაღრესად დემოკრატიული კონსტიტუციით”

“ჩვენ ვცვლით უაღრესად არადემოკრატიულ კონსტიტუციას უაღრესად დემოკრატიული კონსტიტუციით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი დოკუმენტი არა მარტო არ ქმნის ავტოკრატიის ჩამოყალიბების საშუალებას, არამედ ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ საფრთხეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ შესთავაზა პრეზიდენტს პირდაპირი ეთერის ფორმატში მსჯელობა.
“ჩვენ გვაქვს თითოეულ მუხლთან დაკავშირებით და ზოგადად, კონსტიტუციის პრინციპებთან დაკავშირებით უაღრესად მყარი არგუმენტები. ჩვენ ერთად რომ ავუხსნათ საზოგადოებას, ის, თუ რა წერია დღევანდელ კონსტიტუციაში და როგორ ვცვლით მას, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ ვცვლით უაღრესად არადემოკრატიულ კონსტიტუციას უაღრესად დემოკრატიული კონსტიტუციით”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები