იან კელი: საქართველოს თავდაცვის სფეროში აშშ-ის პროგრამები რუსეთის აგრესიის შეჩერებას ემსახურება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელიის შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს, შეუერთდეს ნატოს. როგორც კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის სფეროში აშშ-ის პროგრამები რუსეთის აგრესიის შეჩერებას ემსახურება.
“რუსეთი ცდილობს ყველანაირად ხელი შეუშალოს საქართველოს, რომ შეუერთდეს ნატოს. გარდა ამისა, რუსეთმა შეასუსტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი საზღვრები, რადგანაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. სწორედ ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი და სწორედ ამიტომაც ხორციელდება მრავალი პროგრამა, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რომ მოხდეს აგრესიის შეჩერება. სწორედ თავდაცვის სფეროში აშშ-ს ჯარის პროგრამები ამას ემსახურება”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები