„პატრიოტთა ალიანსი“ რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს არ დაესწრება. როგორც ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა,  მმართველი გუნდი ძალაში ტოვებს შერეულ საარჩევნო სისტემას და ქართველ ხალხს ატყუებს.
“უმრავლესობა ჰპირდებოდა საზოგადოებას, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და გადავიდოდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში. დღეს გაირკვა, რომ ძალაში რჩება შერეული საარჩევნო სისტემა. აპირებენ საარჩენო ბარიერის დაწევას და ამით გარკვეული პარტიების მოთაფვლას. ადგილი აქვს ქართველი ხალხის მოტყუებას. ეს არის გზა ხელისუფლების უზურპაციისკენ, ეს არის გზა მიხეილ სააკაშვილიზაციისკენ. თუ რვა წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს ეს სისტემა, დღეს რატომ განვიხილავდით მის შემოღებას?! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგგარეშე სხდომებში და ამ პროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვაში. ქართველ ხალხს არსად ეჩქარება”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები