პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ გაიმართება

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომას ხვალ, 13:00 საათზე გამართავს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს.
„რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხია წარმოდგენილი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონპროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ პირველი და მეორე მოსმენის საკითხი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხები განიხილება.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა, რაზეც დღეს პრეზიდენტმა უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები