ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა დაიწყო და ამთავრებს დესტრუქციით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არ მოწვევასთან დაკავშირებით დესტრუქციად აფასებს.
მისი შეფასებით, ეს სამწუხარო რეალობაა.
“პრეზიდენტმა დაიწყო დესტრუქციით, მან დაიწყო დაპირისპირებით კომისიისა და პარლამენტის წინააღმდეგ და ის ამთავრებს დესტრუქციით. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. პრეზიდენტის მხრიდან განსაკუთრებით დასანანია დესტრუქცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის თხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარით უპასუხა და დეპუტატებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე კონსტიტუციური ცვლილებების უკეთესი ვერსიის შექმნა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები