„ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, დამოუკიდებელი ბერკეტებით“

პარლამენტის წარმომადგენლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოსარჩელეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ამჟამად ფლობს ე.წ მოსმენების გასაღებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია.
„ეს არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, გაწერილი ისეთი დამოუკიდებელი ბერკეტებითა და მექანიზმებით, რომლებიც მანამდე ამ ორგანოს არ ჰქონია საერთოდ. ეს არის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების სრულიად განსხვავებული წესი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ამ ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით რეგულირდება მის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების წესი. მანამდე ასეთი შესაძლებლობა ამ ორგანოს არ ჰქონია“, -განაცხადა პარლამენტის წარმომადგენელმა, ბაჩანა სურმავამ.
მოსმენების კანონთან დაკავშირებულ სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები