„ნიჭიერის“ ფინალისტის, 12 წლის გიორგი ცისკაძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

22 ივნისს 18:30 საათზე, თსუ-ს მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზში,  სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართება საქველმოქმედო პოეზიისა და მუსიკის საღამო – „ერთად ყველაფერს შევძლებთ!”, 2016 წლის „ნიჭიერის“ ფინალისტის, საოცარი მომღერლის, 12 წლის სენაკელი გიორგი ცისკაძის დასახმარებლად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორმა ნინო ახალაშვილმა განუცხადა,  გიორგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვს 2 წლიდან აქვს თირკმლის უმძიმესი დაავადება – ლიპოიდური  ნეფროზული სინდრომი, რომელიც პერიოდულად ურთულდება…  გიორგის მდგომარეობა ოპერაციას არ ექვემდებარება. იმისთვის, რომ ეს უნიჭიერესი ბავშვი გადარჩეს, ძვირად ღირებული მკურნალობაა საჭირო… და, რაღა თქმა უნდა, ოჯახს ჩვენი დახმარების გარეშე ამის საშუალება არ აქვს…
აქვე მოცემულია გიორგი ცისკაძის დედის საბანკო რეკვიზიტები. გადარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხა გიორგი ცისკაძის  სიცოცხლეს გადაარჩენს:

„ლიბერთი ბანკი“ – GE95LB0711107358700640
„საქართველოს ბანკი“ – GE97BG0000000769295200
“საქართველოს ბანკის” EXPRESS აპარატებიდანაც შეიძლება ჩარიცხვა დედის პირადი ნომრის მითითებით: 39001003534;
(დედა – სალომე ბერიშვილი. ტელ: 598421799).

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, დარბაზში იქნება შესაწირი ყუთები, ასევე ღონისძიებაზე საქველმოქმედოდ გაიყიდება წიგნები და სხვა ნივთები, რომლებსაც ღვთისნიერი ადამიანები გაიღებენ. წიგნის და ნახატის მოტანა ყველას შეუძლია. „ერთად დავეხმაროთ გიორგის!  როგორც ამბობენ: “უფალს ჩვენი ხელების გარდა ხელები არ გააჩნია” და სიკეთე ჩვენ უნდა ვაკეთოთ“… – აცხადებენ ორგანიზატორები.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: გოჩა ჭაბუკაიძე , ნიკოლოზ ადამია, ბაჩო მაისურაძე,
ვალერი ქასოევი, შაკო ღერკენაშვილი, საპატრიარქოს ანსამბლი “სამება”, Gross octet , გიორგი ჯიჯელავა.
ლექსებს წაიკითხავენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, საშა გველესიანი,  ბელა ალანია,  ბექა ხუციშვილი, ქეთი დუღაშვილი, ნინო ახალაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი, ჯუბა ღებელი, ირაკლი ჭიკაიძე,  თორნიკე კივილაძე,  რევაზ ოსიაშვილი, თეონა კიკვაძე, ოთო გელაშვილი…
ასევე დეკლამატორები: თორნიკე თოდრია, ანანო ზავაშვილი – (სწორედ ანანოს და დედამისს,  გულიკო ზავრაშვილს ეკუთვნით გიორგის დახმარების იდეა ), ნინო ჩიბურდანიძე, ლაზარე და ბარბარე ლოლაძეები (მთის სატრფიალო კოლაჟი).
(მის: ი. ჭავჭავაძის 13, თსუ მე-8 კორპუსი )

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები