გაეროს ინფორმაციით, რაქაზე ავიაიერიშებს დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა

გაეროს ინფორმაციით, სირიის ქალაქ რაქაზე მომხდარი ავიაიერიშების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რაქას ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ. ქალაქს „სირიის დემოკრატიული ძალები“ უტევენ, ხოლო საერთაშორისო კოალიციის ავიაცია ქალაქს ბომბავს.
„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ შეტევის შედეგად ქალაქის დასავლეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია დაიკავეს.
საბრძოლო მოქმედებების გამო 160 ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ რაქა დატოვა. ქალაქში სავარუდოდ, 3-4 ათასი ისლამისტი „ბოევიკი“ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები