საყვარელიძის ინფორმაციით, პოროშენკო სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს განიხილავს (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინიდან ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს განიხილავს.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ  აღნიშნა, პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, სააკაშვილის ოპოზიციური აქტივობის გამო მიიღოს.
„ყველა არხზე საუბრობენ, რომ თუ სააკაშვილი ოპოზიციურ საქმიანობას არ შეწყვეტს, საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდება. პოროშენკოს თავიდანვე არ აწყობდა სააკაშვილის უკრაინის პოლიტიკაში ჩართვა, ვინაიდან მას კრემლის რეაქციის ეშინოდა“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, პოროშენკოს სააკაშვილის დიდი პოპულარობის ეშინოდა და არც პუტინის გაღიზიანება სურდა. ამიტომ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოთქვა, პოროშენკომ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები