რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოსკოვში ხუთსართულიანი კორპუსების დანგრევის შესახებ კანონპროექტი საბოლოოდ დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოსკოვში ხუთსართულიანი კორპუსების დანგრევის შესახებ კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონს მხარი დაუჭირა 399-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ ორმა მისცა ხმა.
კანონი “რენოვაციის შესახებ” მოსკოვში ხუთსართულიანი კორპუსების დანგრევის და მათი მაცხოვრებლების სხვა ადგილებში გადაყვანის წესებს არეგულირებს. ამ ინიციატივას მოსკოვის სხვადასხვა რაიონში უკვე მოჰყვა საპროტესტო აქციები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები