საპარტნიორო ფონდს CRCC China Railway Construction Company ეწვია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ფონდში CRCC China Railway Construction Company -ის დელეგაცია მიიღო. CRCC China Railway Construction Company ჩინეთში ცნობილი  რკინიგზის სამშენებლო და ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც საქართველოში კაპიტალდაბანდებით ინტერესდება.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ CRCC China Railway Construction Company-ის წარმომადგენლებს ფონდის მანდატი, ფუნქცია, პრიორიტეტები, ასევე ფონდის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ჩინური კომპანიის დელეგაციის წევრებმა ფონდის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

“საქართველო-ჩინეთს შორის უახლესი მიღწევების, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობისა და თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე CRCC China Railway Construction Company საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული. ჩინური CRCC China Railway Construction Company-ი ინვესტიციის დაბანდებას საქართველოს ინფრასტრუქტურის სფეროში გეგმავს.

CRCC China Railway Construction Company-ის შვილობილი კომპანია China Railway 23rd. Bureau Co.,LTd საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა პროექტებში არის წარმოდგენილი. ჩინური CRCC China Railway Construction Company კომპანია „ჩინეთის ხოასინის ენერგეტიკულ კომპანიასთან” (CEFC) თანამშრომლობს, რომელთანაც საპარტნიორო ფონდმა  ერთობლივი „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შექმნა.

ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში გაფორმდა.

CRCC China Railway Construction Company-ის პარტნიორია ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიაა  Sino Sure , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 50 000-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბოლო 6 წლის განმავლობაში  ბიზნესის დაზღვევის მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს იკავებს. Sino Sure  პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის წარმოებასა და ასევე,  ექსპორტის დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარებაში  უწყობს ხელს. Sino sure -ს მენეჯმენტი საქართველოში ვიზიტს სექტემბერში გეგმავს. ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდთან ურთიერთთამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი”, – აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის ინფორმაციაში.

CRCC

ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია Limited (“CRCC”)  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამშენებლო ჯგუფია, რომელიც Fortune Global რეიტინგში  79-ე ადგილზეა, ხოლო ჩინეთის 500-ზე მეტ კომპანიას შორის მე -8 ადგილი უჭირავს.  ჰყავს 250-ზე მეტი გლობალური კონტრაქტორი.

CRCC-ის საქმიანობა მოიცავს კონსულტაციას, სამრეწველო წარმოებას, უძრავი ქონების განვითარებას, ლოჯისტიკის, საქონლისა და მასალების ვაჭრობას, ასევე კაპიტალურ საქმიანობას.  ყოვლისმომცველი სამრეწველო ჯაჭვი საშუალებას აძლევს CRCC-ს უზრუნველყოს მისი კლიენტებისთვის ერთიანი ინტეგრირებული მომსახურება რკინიგზის, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზების, ხიდების, გვირაბებისა და ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის პროექტის დიზაინისა და სამშენებლო დარგებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები