რეპერი „მასტერი“ პროკურატურაშია დაბარებული

​რეპერი „მასტერი“ (გიორგი პავლიაშვილი) პროკურატურაშია დაბარებული. „მასტერი“ თბილისის პროკურატურაში 13:00 საათისთვის დაიბარეს. მისივე თქმით, საქმე ჯგუფ ”ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებას ეხება.
რეპერი გიორგი პავლიაშვილის, იგივე ,,მასტერის”, განცხადებით, ის ფლობს მესიჯებს, სადაც „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრი – გიორგი ქებურია წერს, რომ კლიპმა სავარაუდოდ, შსს გააღიზიანა და ამ მიზეზით, აჭარანეტს კლიპის წაშლა სთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები