მამაკაცი, რომელიც ვერეს ხეობაში ავტომანქანით გადავარდა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ვერეს ხეობაში ავტომანქანით გადავარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას” კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, ნაშუადღევს, მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მათივე თქმით, სამი მგზავრი სხვადასხვა დაზიანებებით ელიზაბეტ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები