ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის კიდევ ერთი რაიონი აიღეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის კიდევ ერთი რაიონი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გათავისუფლებული რაიონი ქალაქის ისტორიული ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარეობს.
ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ მოსულის ორ რაიონს აკონტროლებენ, რომლებიც მდინარე ტიგროსის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს.
მოსულზე შეტევა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, თუმცა ქალაქის მთლიანად გათავისუფლება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ოპერაციის დაწყებისას ერაყელი სამხედროები აღიარებდნენ, რომ მოსულისთვის ბრძოლა „ხანგრძლივი და მძიმე“ იქნება.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები