სომხეთი ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს

ნატო და სომხეთი ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ერევანში მყოფმა ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, ბრიუსელში, ნატოს წევრი და ალიანსის პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც ეს საკითხი განიხილება.
ამჟამად ავღანეთში 120 სომეხი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ისინი გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები