გიორგი მიქაძისა და „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“ პეკინში ექსკლუზიურად შესრულდება

გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“ 14 ივნისს, 19:00 საათზე, პეკინში ექსკლუზიურად შესრულდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 14-15 ივნისს პეკინში გაიმართება საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღთან დაკავშირებული კონცერტები. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზის ჰოლში (Beijing Concert Hall) შედგება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ქართული ტრადიციული სამოსის ფოტოგამოფენა.
ოფიციალური მიღების შემდეგ, გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც ექსკლუზიურად შესრულდება გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“. კონცერტში ასევე მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეთა დასი.

პროექტის ორგანიზატორები არიან: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია და საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
პროექტის სპონსორები არიან: ფონდი „ქართული გალობა“, „China CEFC Energy Company Limited“ და „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია“.
პროექტის მხარდაჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები